четверг, 30 ноября 2017 г.

სახის კანის მოვლის 7 რჩევა მეგან მარკლის საყვარელი კოსმეტოლოგისგან

ნიკოლა ჯონსი ჰოლივუდში ცნობილი კოსმეტოლოგია, რომელიც საკუთარი საფირმო ტექნიკის საშუალებით ახერხებს სახეს ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე დაუბრუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. 


მის ცნობილ კლიენტებს შორის არიან - ჟიზელ ბიუნდჰენი, ქეით მოსი და მეგან მარკლი. სხვათა შორის, კანის მოვლაზე ნიკოლისგან რჩევის მისაღებად, ოკეანის გადალახვა სულაც არ არის საჭირო: ჯონსი სიამოვნებით უზიარებს საკუთარ ცოდნას ჟურნალისტებს.


- ნაოჭების შესაჩერებლად ნუ გაიკეთებთ ბოტოქსს, მითუმეტეს, თუ 30 წლისაც არ ხართ. ეს კუნთების ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაძლოა, ძლიერი ზიანი მიაყენოს კანის მდგომარეობას. 

 ნუ შეგეშინდებათ მჟავას შემცველი საშუალებების გამოყენება. ზოგიერთ მათგანს კანის სიმშრალის პრობლემის გამოსწორება შეუძლია, ზოგი კი დელიკატურად უმკლავდება მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდვას.

- მათ, ვინც რეგულარულად იყენებს ავტორუჯს, კვირაში ერთხელ კარგად უნდა ჩაიტაროს სკრაბით წმენდა. ეს ხელს შეუშლის ფორების დახურვას.

- გულგრილად ნუ მოეკიდებით თმისა და კანისთვის საჭირო ვიტამინებს. ექიმის დახმარებით შეადგინეთ თქვენთვის საჭირო კომპლექსი და რეგულარულად მიიღეთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლამაზი და ჯანსაღი კანისთვის.

- სწორი კვება და სახის მასაჟი (სახლის პირობებშიც კი) დაგეხმარებათ კანის ნაადრევად დაბერების თავიდან აცილებაში.

- კოსმეტოლოგთან ფულის ეკონომიას ნუ გააკეთებთ და არ იფიქროთ, რომ ეს ფულის უაზრო ხარჯვაა. პროფესიონალი სპეციალისტი დაგეხმარებათ შესანიშნავად გამოიყურებოდეთ ერთი გრამი მაკიაჟის გარეშეც კი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

cool make up ♥ 3