სპეციალისტების რჩევით, დემაკიაჟის პროცედურა ჯობია თვალებიდან დაიწყოთ. დაასველეთ ბამბის დისკი სპეციალური საშუალებით და ფრთხილად მოიშორეთ ჩრდილები და ტუში.
იმისათვის, რომ წყალგამძლე კოსმეტიკა მოცილოთ, გამოიყენეთ ორფაზიანი სითხე, რომელიც წმენდს კანს და ამავდროულად უვლის წამწამებს. დემაკიაჟისათვის, ასევე გამოგადგებათ ზეთზე დამზადებული საშუალება, რომელიც ატენიანებს კანს, ან გამოიყენეთ ბუნებრივი ზეთი, მაგალითად - ნუშის ან ზეითუნის, ისინიც კარგად აშორებენ მაკიაჟს და ამასთან, ამაგრებენ წამწამებს.
ტუჩები, ისევე როგროც თვალები საკმაოდ მგრძნობიარეა და ნაზ მოვლას საჭიროებს. არ დააწვეთ ზედაპირს ზედმეტად, ნელი მოძრაობით გადაისვით მრგვალი ბამბა ტუჩებზე და ისე მოიშორეთ საცხი. იმისათვის, რომ მაკიაჟის ნარჩენები კანზე არ დაგრჩეთ, გამოიყენეთ ხარისხიანი საშუალება, რომელიც თქვენი კანის ტიპს მიესადაგება. კოსმეტიკის მოცილების დროს, უმჯობესია, თუ ბამბას წრიული მოძრაობით გადაისვამთ სახეზე, კანი რომ არ დაზიანდეს და ელასტიკურობა არ დაკარგოს.