пятница, 1 декабря 2017 г.

cool make up ♥ 3


make up ♥ 2


cool make up ♥ 1











Make up ♥




მაკიაჟის 15 საიდუმლო წესი, რომლის შესრულების შემდეგაც ჰოლივუდის ვარსკვლავს დაემსგავსებით! (15 ფოტო)

ეს რჩევები დაგეხმარებათ სახლის პირობებში გაიკეთოთ სწრაფი და ეფექტური მაკიაჟი!!!!



                                                                     
გადადით ლინკზე!!!!




http://dainteresdit.ge/index.php?option=com_content&view=article&id=20276%3Amakiazhis-15-saidumlo-tsesi-romlis-shesrulebis-shemdegac-holivudis-varskvlavs-daemsgavsebith-15-foto&catid=1%3Agamogonebebi&Itemid=46&lang=ka-GE

კლასიკური მაკიაჟი 5 წუთში ♥





четверг, 30 ноября 2017 г.

როგორ მოვიშოროთ სწორად მაკიაჟი?








სპეციალისტების რჩევით, დემაკიაჟის პროცედურა ჯობია თვალებიდან დაიწყოთ. დაასველეთ ბამბის დისკი სპეციალური საშუალებით და ფრთხილად მოიშორეთ ჩრდილები და ტუში.
იმისათვის, რომ წყალგამძლე კოსმეტიკა მოცილოთ, გამოიყენეთ ორფაზიანი სითხე, რომელიც წმენდს კანს და ამავდროულად უვლის წამწამებს. დემაკიაჟისათვის, ასევე გამოგადგებათ ზეთზე დამზადებული საშუალება, რომელიც ატენიანებს კანს, ან გამოიყენეთ ბუნებრივი ზეთი, მაგალითად - ნუშის ან ზეითუნის, ისინიც კარგად აშორებენ მაკიაჟს და ამასთან, ამაგრებენ წამწამებს.
ტუჩები, ისევე როგროც თვალები საკმაოდ მგრძნობიარეა და ნაზ მოვლას საჭიროებს. არ დააწვეთ ზედაპირს ზედმეტად, ნელი მოძრაობით გადაისვით მრგვალი ბამბა ტუჩებზე და ისე მოიშორეთ საცხი. იმისათვის, რომ მაკიაჟის ნარჩენები კანზე არ დაგრჩეთ, გამოიყენეთ ხარისხიანი საშუალება, რომელიც თქვენი კანის ტიპს მიესადაგება.  კოსმეტიკის მოცილების დროს, უმჯობესია, თუ ბამბას წრიული მოძრაობით გადაისვამთ სახეზე, კანი რომ არ დაზიანდეს და ელასტიკურობა არ დაკარგოს.

სახის კანის მოვლის 7 რჩევა მეგან მარკლის საყვარელი კოსმეტოლოგისგან

ნიკოლა ჯონსი ჰოლივუდში ცნობილი კოსმეტოლოგია, რომელიც საკუთარი საფირმო ტექნიკის საშუალებით ახერხებს სახეს ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე დაუბრუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. 


მის ცნობილ კლიენტებს შორის არიან - ჟიზელ ბიუნდჰენი, ქეით მოსი და მეგან მარკლი. სხვათა შორის, კანის მოვლაზე ნიკოლისგან რჩევის მისაღებად, ოკეანის გადალახვა სულაც არ არის საჭირო: ჯონსი სიამოვნებით უზიარებს საკუთარ ცოდნას ჟურნალისტებს.


- ნაოჭების შესაჩერებლად ნუ გაიკეთებთ ბოტოქსს, მითუმეტეს, თუ 30 წლისაც არ ხართ. ეს კუნთების ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაძლოა, ძლიერი ზიანი მიაყენოს კანის მდგომარეობას. 

 ნუ შეგეშინდებათ მჟავას შემცველი საშუალებების გამოყენება. ზოგიერთ მათგანს კანის სიმშრალის პრობლემის გამოსწორება შეუძლია, ზოგი კი დელიკატურად უმკლავდება მკვდარი უჯრედებისგან გაწმენდვას.

- მათ, ვინც რეგულარულად იყენებს ავტორუჯს, კვირაში ერთხელ კარგად უნდა ჩაიტაროს სკრაბით წმენდა. ეს ხელს შეუშლის ფორების დახურვას.

- გულგრილად ნუ მოეკიდებით თმისა და კანისთვის საჭირო ვიტამინებს. ექიმის დახმარებით შეადგინეთ თქვენთვის საჭირო კომპლექსი და რეგულარულად მიიღეთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ლამაზი და ჯანსაღი კანისთვის.

- სწორი კვება და სახის მასაჟი (სახლის პირობებშიც კი) დაგეხმარებათ კანის ნაადრევად დაბერების თავიდან აცილებაში.

- კოსმეტოლოგთან ფულის ეკონომიას ნუ გააკეთებთ და არ იფიქროთ, რომ ეს ფულის უაზრო ხარჯვაა. პროფესიონალი სპეციალისტი დაგეხმარებათ შესანიშნავად გამოიყურებოდეთ ერთი გრამი მაკიაჟის გარეშეც კი.

როგორ შევარჩიოთ მაკიაჟი

ადრე, თავის მოვლის მოყვარულებს მხოლოდ წითელი პომადა და გამჭირვალე ბალზამი ჰყოფნიდათ. ახლა კი, ჩვენ გვიწევს ავარჩიოთ ათასობით ფერიდან, ტექსტურიდან და ფორმიდან შესაფერისი. ჩვენ შემოგთავაზებთ ახალ, მოდურ საშუალებებს თქვენი ტუჩებისთვის, რომლებიც ამ სეზონზე გამოგადგებათ.

მკვებავი და დამარბილებელი ტუჩის საცხი-ბზინვარებით Rouge Coco Stylo – Chanel-სგან
რა გამოვა, თუ შევართებთ ნამდვილ ფერს, ბრწყინვალე ბალზამს ტუჩების მოვლის საშუალებასთან? მკვებავი და დამარბილებელი მბზინავი ტუჩის საცხი Rouge Coco Stylo.

ბალზამი ტუჩებისთვის ADDICT ULTRA-GLOSS -დიორისგან



ტუჩის საცხი Rouge Interdit Vinyl Lipstick – Givenchy-სგან
ახალი Rouge Interdit Vinyl -განსაკუთრებული ტუჩის საცხია. შავი ვარდის ზეთი ტუჩების ხანგრძლივ დატენიანებას უზრუნველყოფს. Givecny-ს კრეატიულმა დირექტორმა მაკიაჟის მიმართულებით ნიკოლ დეჯენმა 16 ახალი ფერი შექმნა, რომელშიც შედის შავი ფერის ტონი, რომელიც წასმისას ვარდისფერი ხდება, თუმცა ყველას ტუჩზე განსხვავებული ტონით ჯდება. ცნობილმა პარფიუმერმა ფრანსუა დემაშიმ კი ტუჩის საცხს აკრძალული ხილის სუნი შესძინა. თქვენ ტუჩებზე ვაშლისა და კარამელის არომატი გექნებათ.



ტუჩის საცხი - ფანქარი Silky Design Rouge – Sensai-სგან
წითელი ტუჩის საცხი კონტურს საჭიროებს. ფანქრის არჩევა კი ტუჩის საცხის ფერში ხშირად დამღლელია. კარგია, რომ Sensai - ს სიახლე საშუალებას მოგცემთ ეკონომია გაუკეთოთ დროს და ასევე ფულსაც. საკმარისია დაატრიალოთ ფანქარი და თქვენ იდეალურ კონტურს მიიღებთ, შემდეგ კი შეგიძლიათ იგივე ფანქრით შეიღებოთ მთლიანად ტუჩები. მაგრამ, ჯერ აარჩიეთ მოცემული 6 წითელი ფერისგან თქვენთვის ყველაზე სასურველი, თუმცა, არჩევანის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ არის.

ათი კოსმეტიკური ხრიკი







მაკიაჟი ქალებისთვის ჯადოსნური ჯოხივითაა. ქალები მას იყენებენ, რომ დაფარონ ნაკლი და გამოკვეთონ თავიანთი ღირსება. გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომელიც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ პრობლემებს.

მოუარეთ ტუჩებს
იმისთვის, რომ პომადა იდეალურად გამოიყურებოდეს ტუჩებზე და დიდხანს გაძლოს, მის წასმამდე ტუჩებს უნდა მოუაროთ. ამისთვის არ არის აუცილებელი ტუჩის სკრაბის შეძენა. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციებით ყავისფერი შაქარი, ზეითუნის ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. ნაზად წაისვით და გაიკეთეთ მასაჟი თითებით, შემდეგ მაკიაჟის მოსაშორებელი ხელსახოცით გაიწმინდეთ.

cool make up ♥ 3